ბერდია სიჭინავა -  ხობის  საკრებულოში „ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული ორი წევრი  პარტიიდან გაირიცხა

პარტია “საქართველოსთვის” გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოში „ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული წევრები - ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გაირიცხა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაჰპირდნენ, ხოლო მაკა ჩარტიას მეუღლის დასაქმებას.

„დღეს, „ოცნების“ მხრიდან ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად, პარტია „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-მა მოსყიდულმა და გადაბირებულმა წევრმა: ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ დატოვეს ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“, რომელთაგან ერთს - ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაჰპირდნენ, ხოლო მეორეს - მაკა ჩარტიას უმუშევარი მეუღლის დასაქმებას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მანვე აღნიშნა, რომ როდესაც "ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, მმართველი პარტია მიზანმიმართულ ბრძოლას აგრძელებს პარტია „საქართველოსთვის" წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით.

“მაშინ, როდესაც „ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა მრავალი თაობის ცივილიზაციური არჩევანის - ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, „ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობით წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს, თუმცა, გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითები, როგორიცაა ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წალენჯიხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძე, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაშია! ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო ეროვნული იდეების გარშემო, მხოლოდ საქართველოსთვის შეკრებილ, სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების ათასობით ადამიანს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის! ჩვენი გადაწყვეტილება ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ანალოგიურად მკაცრი!

ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მმართველობის ის მახინჯი ფორმები, რომელიც 2011-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ოცნება“ დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ, ეროვნულ პასუხს გასცემენ! „ოცნების“ ეს ქმედებები ვერ გახდება ჩვენთვის დაბრკოლება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის