არჩილ თალაკვაძე - საქართველო ქუჩის პოლიტიკას აღარ დაუბრუნდება

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რეფორმები გაგრძელდეს და რადიკალური პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რითაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, საქართველო „ქუჩის პოლიტიკას“ აღარ დაუბრუნდება.

„ერთი რამ ცხადია. არსებობს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქუჩის პოლიტიკას ემხრობა და არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ევროპულ, საპარლამენტო შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას უჭერს მხარს. თუ რომელი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამაზე პასუხი, ვფიქრობ, ნათელია. საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც ჩვენი საზოგადოება აირჩევს შემდეგ არჩევნებში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის თაობაზეც მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“ - ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობასაც თანამოაზრეებთან ერთად სექტემბრიდან დაიწყებს, სანამ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას