ოზურგეთში, ყოფილი ქმრის მიერ ქალის მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

ოზურგეთში, ყოფილი ქმრის მიერ ქალის მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალი სამ შვილთან ერთად ლესელიძის ქუჩაზე, ნაქირავებ კერძო სახლში ცხოვრობდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, ქალი შვილებთან ერთად აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა.

ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევამდე ხმაური არ გაუგიათ, მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია მივიდა.

„გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ აკაკი მაისურაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის გარემოებას, მედიაში გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ამ ეტაპზე არ დასტურდება.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.