გორში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

გორში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

გორში, ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუმრებს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები გააცნეს. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გორის მერიის ცნობით, კონფერენცია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა, ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს, კონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციებს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ.

გარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა, დაჯილდოვდნენ პროექტ „ახალგაზრდული დღეების" ფარგლებში ჩატარებული სპორტული აქტივობების გამარჯვებული მონაწილეები. პროექტი „ახალგაზრდული დღეები" გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული ცენტრის "ახალი თაობის" ინიციატივით 29 ივლისს დაიწყო.