ბათუმში უკრაინის მოქალაქეებმა აქცია გამართეს

ბათუმში უკრაინის მოქალაქეებმა აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წლის თარიღთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გამართეს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ის რაც საქართველოში მოხდა, იგივეს რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

უკრაინის მოქალაქეები რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას მოითხოვენ.

“საერთაშორისო აქციას ვუერთდებით, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს, ჩვენი ტყვეების გათავისუფლება მოხდეს.

წითელი ჯვარი ჩაერთოს და გათავისუფლდეს ტყვეები. რა სიტუაციაში არიან ისინი, ჩვენთვის უცნობია.

თქვენ კარგად გესმით ჩვენი, რუსული აგრესია გამოცდილი გაქვთ, 30 წლის წინ”, - განაცხადეს შეკრებილებმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს