გორის მერი ატენში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ატენში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერა.
გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები გზის ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთების ჯამური სიგრძე 880 მეტრია. გზის ერთი მონაკვეთი (540 მ.) ფუხანთუბანში მდებარეობს, მეორე მონაკვეთი (340 მ.) კი, ცომაანთხევს მიუყვება.
პროექტის მიხედვით, იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრეების, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.

























