ოდესაში რაკეტები რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიაზე დაეცა, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც რეკრეაციული ცენტრისა და მიმდებარე კერძო შენობების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერჰი ბრაჩუკი ავრცელებს.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

„მტრის ორმა რაკეტამ ოდესის ოლქის ერთ-ერთ რეკრეაციულ ცენტრსა და მიმდებარე კერძო შენობებში ნგრევა და ხანძარი გამოიწვია, დაშავდა 3 მოქალაქე“, - აცხადებს ბრჩუკი.

მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება