X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“

დღეს, როდესაც ქალაქის დინამიკა ყოველდღიურად იზრდება, კომფორტული და მშვიდი საცხოვრებელი გარემოს პოვნა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. სწორედ ამ გამოწვევის პასუხად, კომპანია X2 Development-ი უკვე 11 წელზე მეტია ქმნის საცხოვრებელ სივრცეებს, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია — მისი ყოველდღიური კომფორტი, უსაფრთხოება და ოჯახური ბედნიერება.

წლების განმავლობაში კომპანიამ ქართულ ბაზარზე საკუთარი გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა. არქიტექტურის თანამედროვე ხედვა, დეტალებზე ორიენტირებული დიზაინი და მომხმარებელზე მორგებული, მოქნილი გადახდის პირობები X2 Development-ის პროექტებს განსაკუთრებულს ხდის.

დღეს კომპანია თბილისში სამ მიმდინარე პროექტს ავითარებს, რომლებიც განსხვავებული ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს პასუხობს.

დიდუბეში, RiverFront Residence-ი წარმოადგენს მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომლის მთავარი იდეა არის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება. პროექტი ისეა დაგეგმილი, რომ მობინადრეებს უბნიდან გაუსვლელად ჰქონდეთ წვდომა საჭირო სერვისებსა და სივრცეებზე — ეს არის ადგილი, სადაც დრო და კომფორტი ერთ სივრცეში ერთიანდება.

საბურთალოზე, Kazbegi Residence-ი პრემიუმ კლასის პროექტია, რომელიც თანამედროვე ურბანულ ცხოვრებას ახალ სტანდარტს სთავაზობს. ეს კომპლექსი გათვლილია მათზე, ვინც აფასებს ხარისხს, ესთეტიკას და ქალაქის დინამიკურ რიტმთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

დიდ დიღომში კი შენდება ZenX Dighomi — კომფორტ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ოჯახურ სიმშვიდესა და უსაფრთხო გარემოზეა ორიენტირებული. პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შიდა ინფრასტრუქტურას, გამწვანებულ სივრცეებს, ლანდშაფტურ ბაღსა და საერთო გარემოს, რაც მობინადრეებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებას მეტად მყუდროსა და ჰარმონიულს გახდის.

გარდა ამისა, კომპანიის გუნდში უკვე აქტიურად მუშაობენ ახალ მიმართულებებზე, რომელთა შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.

ბრენდის მთავარი ძალა მხოლოდ სამშენებლო ხარისხში არ არის. X2 Development-ი ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, იზრდებიან და ქმნიან საკუთარ ისტორიებს.განვითარებული ინფრასტრუქტურა, მაღალი სამშენებლო სტანდარტები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა კი კომპანიას ერთ მთავარ დაპირებას ამყარებს — თითოეული დეტალი შექმნილია ადამიანისთვის.

X2 Development-ში სჯერათ, რომ სახლი იქ არის, სადაც ზრუნვაა. და სწორედ ასეთ სივრცეებს ქმნიან — სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და მომავალზე ზრუნვით.

(R)

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა