ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ადგილობრივი ახალგაზრდების მოთხოვნის საფუძველზე ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოედანი ლითონის კონსტრუქციით შემოიღობა, დაიგო მწვანე ხელოვნური საფარი, მოეწყო ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და განათება.
„დასრულებული სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და სოფელ საკირეში მერის წარმომადგენელმა ბესო ხალაძემ დაათვალიერეს.
მინი სტადიონის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155 860 ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის სოფლებში მსგავსი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























