ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, პირველი გაფართოებული თათბირი გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობის საკითხს დაეთმო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროგრამის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნა ისეთი საზოგადოებრივი სამუშაოები, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, განიხილეს სოფლებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი, დროულად, მოგვარების გზებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზაფხულის სეზონზე სასმელი წყლის მარაგის მკვეთრ კლებაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დასაგეგმი იქნება დამატებითი სამუშაოები.

ქრისტინა კობახიძის განცხადებით, პრობლემური საკითხის მოგვარების პროცესში უშუალოდ ჩაერთვება, რათა დროულად გატარდეს შედეგზე ორიენტირებული საჭირო ღონისძიებები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა