პაატა მანჯგალაძე - სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა

სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა - მე ამ ადამიანებს დღეიდან სულგაყიდულ ადამიანებს დავარქმევ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატის სოზარ სუბარის პოსტს, სადაც ის კოლეგა დეპუტატებს მიმართავს კითხვებით, “აშშ-ის საელჩოს ინსტრუქციებში გამოთქმულ პრობლემებთან” დაკავშირებით.

ამასთან, როგორც მანჯგალაძემ “ქართული ოცნებიდან” გასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა, მალე ისინი “სუვერენული დემოკრატიის გამოცხადებაზე დაიწყებენ საუბარს”.

სოზარ სუბარს მივმართავ - ერთი ნაბიჯი დარჩა და სუვერენული დემოკრატიის გამოცხადებაზე დაიწყებენ საუბარს. იცით, პუტინის ცნობილი ფორმულა სუვერენულ დემოკრატიასთან დაკავშირებით. დაახლოებით ამ ნარატივებს ვხედავთ ამ წერილში. სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა. ხვდება თუ არა იმას, რასაც აკეთებს. არ შეიძლება ადამიანმა ფულის გამო ლუციფერივით ივანიშვილს მიყიდო სული. მე ამ ადამიანებს დღეიდან სულგაყიდულ ადამიანებს დავარქმევ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, სოზარ სუბარი ოპოზიციონერ კოლეგებს კითხვებით მიმართავს და კითხვებს სვამს: “ეთანხმებით თუ არა აშშ-ს საელჩოს ინსტრუქციას, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა შეცვალოს 5 კონსტიტუციური ნორმა, თანაც ის ნორმები, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ მოთხოვნების ასეთი ფორმით დაყენება სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა? - ეთანხმებით თუ არა საელჩოს ინსტრუქციას, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიოს არა ჩვეულებრივი, არამედ 3/5-ის უმრავლესობით, ხოლო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უნდა დანიშნოს და წარადგინოს ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით? აქვე შეგახსენებთ, რომ საელჩოს ინსტრუქციაში შემოთავაზებულ ამ ნორმებს დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არა აქვს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საელჩოს ინსტრუქცია, უვადოდ დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე, არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, უხეში ჩარევა ორი კონსტიტუციური ორგანოს - პარლამენტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში და სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა?”- წერს სუბარი სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს