ნიკა სიმონიშვილი - „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ხელისუფლება ანგარიშსწორებას აპირებს

„სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ხელისუფლება ანგარიშსწორებას აპირებს, - ასე აფასებს საია-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი იმ ფაქტს, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.

როგორც ის განმარტავს, მისთვის მიუღებელია მმართველი გუნდის პოზიცია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ნეიტრალიტეტი დაკარგა. სიმონიშვილი ეჭვობს, რომ ამ ყველაფრის უკან სხვა პოლიტიკური მოტივები დგას.

„ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ “სამართლიანი არჩევნების” მოწვევას არ აპირებდნენ. გუშინ, პლატფორმის საბჭომ მაინც მივიღეთ კონსენსუსით გადაწყვეტილება, რომ ჩვენ და „სამართლიანი არჩევნები“ წარმოდგენილი ვიყოთ ამ სამუშაო ფორმატში, იმის გამო, რომ არცერთ პარტიას და ხელისუფალს არ აქვს უფლება ჩაერიოს სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში.

ეს უხეში ჩარევა არის პოლიტიკური დევნა იმ ორგანიზაციისა, რომელთა მიმართებაშიც ხელისუფლება ანგარიშსწორებას აპირებს. ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანს ხელისუფლება, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ოფიციალური პოზიცია იყო ის, რომ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ყოფილიყო დაყენებული. ეს იყო აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა და არა „სამართლიანი არჩევნების“ ოფიციალური მოთხოვნა. ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფრის უკან არის სხვა პოლიტიკური მოტივები. ეს საკითხი მიუღებელია და ვისაუბრებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. ჩემთვის მიუღებელია გავაგრძელო იმ შეხვედრაზე ყოფნა, სადაც ასეთი დიდი გამოცდილების მქონდე ორგანიზაცია არ იქნება“,- აღნიშნავს სიმონიშვილი.

კითხვაზე, აპირებს თუ არა სამუშაო ჯგუფის დატოვებას, სიმონიშვილი განმარტავს, რომ მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ხელისუფლებისგან დამატებით პოზიციებს მოისმენს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განუცხადა და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, “სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, “რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა