„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი გაიზარდა და 2018 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. საბანკო ჯგუფის აქციების ღირებულება 20.00 ფუნტს გადასცდა. მაქსიმალური შეთავაზების ფასი კი 20.10 ფუნტი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ Bank of Georgia Group-ს კაპიტალიზაცია 963 მლნ ფუნტს შეადგენს. საბანკო ჯგუფმა წლის პირველი ნახევრის ანგარიში ახლახან გამოაქვეყნა და აქციონერებს 516 მლნ ლარის წმინდა მოგების შესახებ აცნობა. ეს მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 51%-იანი ზრდას უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად 2018 წლიდან ივაჭრება. ამ დროს დასრულდა საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ ორ კომპანიად გაყოფა. მას შემდეგ „საქართველოს ბანკის“ აქციები BGEO-ს "ტიკერით", ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ აქციები CGEO-ს „ტიკერით“ ივაჭრება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა