რუსთავის მერიამ  წყალმომარაგებაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სემეკს მიმართა

რუსთავის წყალმომარაგებაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, რუსთავის მერიამ სემეკ-ს მიმართა.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მერიამ კომპანია ,,რუსთავის წყალს“, რამდენიმეჯერ მიმართა, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორებულა და მოსახლეობას სასმელი წყალი დღესაც არ მიეწოდება.

,,რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება და ამას უკვე სისტემატური სახე აქვს. დღეს, ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ სემეკ-ს და ვთხოვთ არსებული პროცესის დარეგულირებაში, რაც შეიძლება სწრაფ თანადგომას. დაუშვებელია, ის რაც დღეს რუსთავში ხდება, მე მესმის აბსოლუტურად თითოეული რუსთაველის, რომელიც აღშფოთებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს მდგომარეობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს. იმედი მაქვს, რომ სემეკი უახლოეს დღეებში განიხილავს რუსთავის საკითხს წყალმომარაგების კომპანიასთან მიმართებაში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ნინო ლაცაბიძის თქმით, ,,რუსთავის წყლის“ წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი.

,,ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, განვიცდით და ვნერვიულობთ ყველა იმ დღეს, როდესაც ქალაქში არის წყალმომარაგების შეზღუდვა და მოსახლეობის მხრიდან არის უკმაყოფილება. გამომდინარე აქედან, რომ ეს კერძო კომპანიაა, რა ბერკეტიც გაგვაჩნია, ყველას სრულად გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი არის სწორედ ის, რომ მივმართეთ სემეკ-ს. სემეკ-მა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა განიხილოს კომპანიის ქმედება და დაუსახოს კონკრეტული გეგმა თუ როგორ შეიძლება რუსთავში ეს პრობლემა მოგვარდეს. მე არ ვიცი სემეკი კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა იმედი მაქვს, რომ განხილვა უახლოეს მომავალში მოხდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყალი სისტემატურად, 12 და ზოგჯერ 24 საათით არ უნდა ეზღუდებოდეს, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც ტემპერატურა მაქსიმალურ ნიშნულამდეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა