„ტერაბანკის“ დაფინანსებითა და „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ბათუმში ახალი რესტორანი „ტიფლისი“ გაიხსნა

ტერაბანკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის დაფინანსებითა და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით, ბათუმში ახალი ქართულ-ევროპული რესტორანი „ტიფლისი“ გაიხსნა.
„ტიფლისი“ სტუმრებს მრავალფეროვან შერეულ მენიუს, ადგილობრივ მარანში დაწურულ რქაწითელსა და სხვადასხვა სახის ნატურალურ ლიმონათს სთავაზობს. რესტორნის ვიზიტორებს მყუდრო და სასიამოვნო გარემოში დასვენებასთან ერთად, ცოცხალი მუსიკის მოსმენა და გართობაც შეუძლიათ.
რესტორნის გახსნის იდეა ბათუმელ ნუკრი შარაძეს 3 წლის წინ გაუჩნდა. გუნდთან ერთად საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა პანდემიამ მოუსწრო, თუმცა მალევე მიტანის სერვისზე გადაეწყო და რთული ვითარებაც შედარებით მარტივად გადალახა.
„მაშინ მივხვდი, რომ ყველა წინააღმდეგობას დავძლევდი. გუნდის გამოცდილებამ, სწორმა ხედვამ და რთული სიტუაციების ეფექტიანად მართვამ გადაგვაწყვეტინა, აუცილებლად გაგვეგრძელებინა, ამიტომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ახალი სივრცის რემონტი დავიწყეთ“, - იხსენებს ნუკრი შარაძე.
საჭირო ფინანსური რესურსი ნუკრი შარაძემ სახელმწიფო პროგრამებში მოიძია და მალე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ტერაბანკის დაფინანსებით, ბათუმს ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ახალი, მოხდენილი სივრცე „ტიფლისი“ შემატა. სესხის სრული ვადის განმავლობაში ნუკრი შარაძე სახელმწიფოსგან საპროცენტო განაკვეთის ნაწილობრივ სუბსიდირებასა და სესხის გირაოთი უზრუნველყოფაში მხარდაჭერასაც იღებს.
„ტერაბანკმა ჩვენი დაიჯერა და გვენდო. ოპერატიულად დაგვეხმარა, რომ საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. ამჟამადაც, როგორც ნამდვილი მეგობარი, სულ გვერდით გვიდგას“, - აღნიშნავს შარაძე.
„ტიფლისი“ სტუმრებს ადგილობრივი და ევროპული მენიუს ინოვაციური, საინტერესო სინთეზით, თბილი და ოჯახური გარემოთი იზიდავს. ნუკრისა და მის გუნდს სურთ, საქმიანობა ისე განავითარონ, რომ რეგიონის რესტორნების საუკეთესო ხუთეულში შევიდნენ და საკუთარი წარმატებით ადგილობრივი პროდუქციის შექმნასა და მეწარმეების წინსვლასაც შეუწყონ ხელი.
ტერაბანკი სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ბიზნესკლიენტებს სხვადასხვა კუთხით ეხმარება. მათ შორისაა როგორც ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება, ისე საქმიანობების განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით, ტერაბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და, ასევე, სოფლის განვითარების სააგენტოსთან, რომელთა მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებიც ბიზნესებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებასა და გირაოს მხარდაჭერას გულისხმობს.
(R)

























