ირაკლი ქარსელაძე - საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია

ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ხიდი საქართველო-სომხეთის საზღვარზე, რომელიც იქნება ძირითადი გამშვები პუნქტი და ხელს შეუწყობს 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. აღნიშნული ხიდის პროექტი განხორციელების თვალსაზრისითაც უნიკალურია, ვინაიდან აშენდა 2 ქვეყნის მიერ ერთობლივად და შესაბამისად კარგი მაგალითია თუ როგორ ვითარდება ისტორიულად ჩვენი მეგობრობა და ძმობა, -ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდი საქართველომ და სომხეთმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს.

„ხიდის მშენებლობისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ორ ქვეყანას, ჯამში 7.4 მილიონ ევრომდე გამოუყო.

საქართველოს მხრიდან მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.

ერთობლივი ხიდის მშენებლობა რეგიონში უნიკალური პროექტია. იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ორმა სახელმწიფომ ხიდის მშენებლობის პროექტი ერთობლივად განახორციელეს. EBRD-ის დაფინანსებაც ორ ქვეყანაზე თანაბრად განაწილდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,ახალი ხიდის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია, იმ განვითარებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მიმართულებით გვაქვს და იმ საუკუნოვანი და ისტორიული პროექტების ჩათვლით რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება. დერეფნის განვითარებისთვის სწორედ ასეთი ხიდი არის საჭირო და შესაბამისად ის უკვე გვაქვს. წელს და გაისად ეტაპობრივად იგეგმება ახალი მონაკვეთების გახსნა და მთლიანობაში 2024 წლის ბოლოსთვის ყველა ძირითადი მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის იქნება ექსპლუატრაციაში შესული“,-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მან ასევე, ხაზი გაუსვა იმ ადამიანების მუშაობას, რომლებიც ხიდის მშენებლობაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან, ასევე აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საერთაშორისო საზედამხედველო და სამშენებლო კომპანიების, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ წვლილი, რომლის მხარდაჭერითაც აღნიშნული პროექტი განხორციელდა.

„ახალი ხიდი 4 ზოლიანი და 160 მეტრი სიგრძისაა, რომელსაც ორივე მხრიდან ფეხით მოსიარულეთათვის 2.4 მეტრის სიგანის ტროტუარები აქვს.

ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდი გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების ხარისხს როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის.

სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან არსებული ძველი ხიდი 1960-იან წლებშია აშენებული, არის ვიწრო და ამორტიზებული. ძველ ხიდთან შედარებით, ახალი ხიდის გამტარობა გაორმაგდება, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ახალი ხიდის პროექტში საერთაშორისო სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიები მონაწილეობდნენ. ხიდის მშენებლობა ირანულმა კომპანიამ - "Tunnel Sadd Ariana" განახორციელა, ხოლო მშენებლობას კორეული საერთაშორისო კომპანია - JV of Soosung Engineering Co., Ltd and Korea Consultants International Co. Ltd - ზედამხედველობდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2024
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ
Gulf+ ახალი თვითმომსახურების სადგურები „გალფისგან“
კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აგრო მეწარმეების მხარდასაჭერად 65 მილიონი ლარის მოცულობის გარიგებას მოეწერა ხელი