ნინო დოლიძე - რეალური საკითხებისგან თემის გადატანა ხდება - არ ვიცი, რა ულტიმატუმზეა საუბარი

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, მათ ორგანიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, რა ულტიმატუმზეა საუბარი.

"რეალური საკითხებისგან თემის გადატანა ხდება და კიდევ არის ასეთი დისკუსია, ვინ უნდა იყოს ჩართული და ვინ - არა. რაც შეეხება უშუალოდ "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, არაერთხელ ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ეს იყო დისკრიმინაციული, არ ვიცი რა ულტიმატუმთან დაკავშირებით არის საუბარი. ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები ერთად ვიდექით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

რაც შეეხება მთავრობის ფორმირებაში "სამართლიანი არჩევნების" მონაწილეობას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან "სამართლიან არჩევნებს" არასდროს უთქვამს, რომ მთავრობის ფორმირებაში რაიმე სახით მონაწილეობის სურვილი გააჩნია",- განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ISFED-მა საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი კვლავ აყენებენ ულტიმატუმს, რომ ჰქონდეთ ვეტოს უფლება, გადამწყვეტი ხმა მთავრობის დაკომპლექტებაში, თუ ხსნიან თავის მოთხოვნებს.

„თუკი ისინი ამ პოზიციას არ იზიარებენ და მოხსნიან ამ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, მათ სრულად შეუძლიათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა“,- დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით