ნიკა მელია - თუ ვინმე აწყობს რევოლუციას, არის თავად ხელისუფლება - არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ხალხს სწორ ადგილზე მოუწყვია რევოლუცია

თუ ვინმე აწყობს რევოლუციას, ამ რევოლუციის მომწყობი არის თავად ხელისუფლება. არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ხალხს სწორ ადგილზე მოუწყვია რევოლუცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, „ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული საზოგადოება აუცილებლად მიაღწევს ამ ქვეყანაში ახალ არჩევნებს და „არჩევნები იქნება შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანად შეიცვალოს რეჟიმი“.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში და გამონაკლისი ვერ იქნება საქართველო, თუ ვინმე აწყობს რევოლუციას, ამ რევოლუციის მომწყობი არის თავად ხელისუფლება. არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ხალხს სწორ ადგილზე მოუწყვია რევოლუცია. დიახაც, რეჟიმი „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად დარჩეს იზოლირებული, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. დიახაც, მხოლოდ და მხოლოდ ეს ადამიანები შემორჩა რუსულ ოცნებას, რომლებიც დღიდან დღემდე ავრცელებენ განცხადებებს. დამისახელეთ ერთი მწერალი, ერთი მსახიობი, ერთი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ღიად მხარს დაუჭერს რუსულ ოცნებას, რომელიც დგას იმ პოზიციაზე, რაზეც დგას ბიძინა ივანიშვილი. ისინი სრულად იზოლირებულები არიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. მათი მხრიდან ბრალდებები არის პროზაული და არავის აღარ უკვირს. სხვა საკითხია, რა უნდა ქნას ქართულმა საზოგადოებამ. ქართული საზოგადოება აუცილებლად მიაღწევს ამ ქვეყანაში ახალ არჩევნებს. არჩევნები იქნება შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანად შეიცვალოს რეჟიმი“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებით, „ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და „ნაცმოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. მათი შეფასებით, „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება ამერიკის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა