ჯუანშერ ბურჭულაძე - პირველ ეტაპზე 150 სამხედრო მოსამსახურე გამოვიყვანეთ, შესაბამისი ტექნიკით - დღეს უკვე შედეგი მივიღეთ და იმედი გვაქვს, მიმდინარე სტიქია ბორჯომში უახლოეს დღეებში დასრულდება

ჯუანშერ ბურჭულაძე - პირველ ეტაპზე 150 სამხედრო მოსამსახურე გამოვიყვანეთ, შესაბამისი ტექნიკით - დღეს უკვე შედეგი მივიღეთ და იმედი გვაქვს, მიმდინარე სტიქია ბორჯომში უახლოეს დღეებში დასრულდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.

მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში 150 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო, რომლებსაც სტიქიასთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ.

„პირველ ეტაპზე ჩვენ 150- სამხედრო მოსამსახურე გამოვიყვანეთ, რომლებსაც სტიქიასთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ შესაბამისი ტექნიკით. თქვენ ხედავთ, რომ დღეს უკვე შედეგი მივიღეთ და იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე სტიქია უახლოეს დღეებში დასრულდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.