ბსუ-ში მეშვიდე საზაფხულო უნივერსიტეტი „ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა“ გაიხსნა

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ორგანიზაციის „სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში“ ორგანიზებით, მეშვიდე საზაფხულო უნივერსიტეტი „ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა“ გაიხსნა თემაზე - „რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ახალი გამოწვევები და რისკები ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის რეჟიმისათვის“. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზაფხულო უნივერსიტეტი ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მააიკე ვან კოლდამმა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელმა, შორენა ლორთქიფანიძემ გახსნეს.

„საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ინფორმაციული სემინარები ჩატარდება. სემინარებში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ლექციებს წაიკითხავენ. 24 აგვისტოს სემინარის გაფართოებული ფორმატი ჩატარდება. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული.

სამი დღის განმავლობაში ექსპერტები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: გლობალური უსაფრთხოება და ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმი დღეს, ინდო-ჩინეთის რეგიონის უსაფრთხოების პერსპექტივა და რუსეთის აგრესიის კონტექსტი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინის ომის კონტექსტში, ჩინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტში, NATO-ს გაფართოება: ფინეთისა და შვედეთის შემთხვევების კვლევის მაგალითზე. ასევე უცხოელი მკვლევრები ქართველ კოლეგებს კინგს კოლეჯისა და ბირთვული გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრის გამოცდილებას გაუზიარებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო