ილია ვერძაძე - რით არის გამოწვეული ოპოზიციის არაბუნებრივი აქტიურობა არასაარჩევნო წელს? - ეს დღეს, ვფიქრობ, ერთ-ერთი ძირითადი კითხვა შეიძლება იყოს

ილია ვერძაძე - რით არის გამოწვეული ოპოზიციის არაბუნებრივი აქტიურობა არასაარჩევნო წელს? - ეს დღეს, ვფიქრობ, ერთ-ერთი ძირითადი კითხვა შეიძლება იყოს

რით არის გამოწვეული ოპოზიციის არაბუნებრივი აქტიურობა არასაარჩევნო წელს? - ეს დღეს, ვფიქრობ, ერთ-ერთი ძირითადი კითხვა შეიძლება იყოს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძემ განაცხადა.

ილია ვერძაძის თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

„რით არის გამოწვეული ოპოზიციის არაბუნებრივი აქტიურობა არასაარჩევნო წელს? რატომ იმუქრებიან არეულობით მაშინ, როცა გვაქვს გარკვეული ვადა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. რატომ იწყება ამ დროს გაუგებარი დაბრკოლებების შექმნა. თან ცდილობენ ჩაშალონ ხელისუფლების ინიციატივით დაწყებული პროცესი (სამუშაო ჯგუფებში მუშაობა) და ეს წარუდგინონ საზოგადოებას პირიქით, თითქოს ხელისუფლებას არ უნდა პროცესის დროულად ჩატარება. რატომ აანონსებენ არეულობებს, ამახინჯებენ რეალობას თავიანთი ჯიბის მედიის საშუალებით. ამასთან, საკუთარ ნამოქმედარს, ნააზრევს, რომელმაც ხალხის რისხვა გამოიწვია, უცერემონიოდ აბრალებენ ხელისუფლებას.

ეს იგივე აბსურდია, როცა პარტია, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტური უმრავლესობა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც კი განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი ევროკავშირი და ზოგადად დასავლეთია, აბრალებს იმ პარტიას, რომელმაც ეს განაცხადი კონსტიტუციაში ჩაწერა და თანაც ისე, რომ თავადვე ვერ შეცვლის მას. ამას ვერ გააკეთებს ვერცერთი ხელისუფლება ერთი მოწვევის პერიოდში (საჭიროა ორი მოწვევის 2/3 ის უმრავლესობა). აბსურდია ბრალდება რომ ასეთ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება და არ მისცემს მათ ქვეყნის არევის საშუალებას, რადგანაც სასწორზე საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობაა“, - აცხადებს ილია ვერძაძე.