ანრი ოხანაშვილი ავსტრიის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ავსტრიის პარლამენტის წევრების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე.

„სექტემბერში, ავსტრიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ვიზიტით გვეწვევიან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე, ზოგადად, მტკიცე მხარდაჭერას.

შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბატონ ელჩს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე და ამ პროცესში განხილულ საკითხებზე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა