ოთარ შამუგია - სავარაუდოდ, საუბარია 150 ჰექტარზე - როცა დასრულდება პროცესი, უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება, რა მასშტაბზეა მთლიანობაში ზარალი

დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბარი ვერ იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ბორჯომში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ცეცხლის კერა იქნა შემჩნეული, მაშინვე მოხდა შესაბამისი სამსახურების მიერ რეაგირება.

„როგორც კი ცეცხლის კერა იქნა შემჩნეული, მაშინვე მოხდა რეაგირება, შესაბამისი სამსახურების ჩართულობა, უბრალოდ, ძალიან მიუვალ ადგილებში იყო ცეცხლი გაჩენილი, ამან გაართულა ლოკალიზება, შემდგომ იყო ქარი, რომელმაც სწრაფად მოახდინა გავრცელება. დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბარი ვერ იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიას შეფასებით, ხანძრის შედეგად სავარაუდოდ 150 ჰექტარი ტყეა განადგურებული, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.

„ამჟამად ყველა შესაბამისი სამსახურია აქ მობილიზებული. ჩართულია თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ჩვენი სატყეო სააგენტოს დაახლოებით 160 თანამშრომელია ჩართული პროცესში, მობილიზებულია 100 ერთეულზე მეტი ტექნიკა, ასევე ვერტმფრენები არიან ჩართული პროცესში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს, ამ ეტაპზე ეს სიტუაცია სტაბილურია. მოსახლეობისთვის საფრთხე ამ ეტაპზე არ დგას. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურად მუშაობს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ლოკალიზება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.

სავარაუდოდ საუბარია 150 ჰექტარზე, თუმცა ეს დასაზუსტებელია. კერები ლოკალურად სხვადასხვა ადგილასაა. შესაბამისად როცა დასრულდება პროცესი ჩვენ უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება თუ რა მასშტაბზეა მთლიანობაში საუბარი. ზარალი გამომდინარეობს იქიდან რა მასშტაბზეა და რა ზიანი იქნა გარემოზე მიყენებული“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, თუ ძალიან ძლიერი ქარი არ იქნა ან რამე სხვა გარემოებებმა არ შეუშალა ხელი სამუშაოებს, ცეცხლის ლოკალიზება შესაძლებელი იქნება.

„აბსოლუტურად ყველა სამსახური ჩართულია ჩვენი. ჩემი მოადგილეც აქ არის და თუ საჭირო იქნება აქ ვიქნებით და გავუძღვებით ჩვენ თვითონ ამ ყველაფერს, თუმცა ყველაფერი კეთდება და ყველა სამსახური მობილიზებულია იმისთვის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს ხანძრის ძალიან სწრაფად ლოკალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავდაცვის ძალების ჩართულობა. პრემიერის გადაწყვეტილებით მოხდა გუშინ თავდაცვის ძალების ჩართვა და ვფიქრობთ, რომ თუ ძალიან ძლიერი ქარი არ იქნა ან რამე სხვა გარემოებები, ცეცხლის ლოკალიზება შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება