კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებს?! - მალე პროკურატურასთან რიგში იდგებით ამ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მისაცემად

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, ბატონმა ივანიშვილმა, გამოაგორა კობახიძე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასება „ISFED“-თან დაკავშირებით შოკისმომგვრელია.

გავრილოვი რომ ჩამოიყვანა ბატონმა ივანიშვილმა და კობახიძის მეშვეობით პარლამენტში შეაბრძანა, შოკისმომგვრელი არ არის?! ოკუპანტ რუსეთს, ჩვენს მტერს, „ოცნების“ მთელი შემადგენლობა ყველგან რომ უძვრება, შოკისმომგვრელი არ არის?! მაგრამ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების გულისტკივილი, რომ საქართველოს უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით აქვს, შოკისმომგვრელია?!

მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ. ჩვენ ვერ დავემსგავსებით მოძალადე ხელისუფლებას და ძალადობრივი, სისხლიანი მეთოდებით არ ვეცდებით მათ დამხობას. ჩვენ, ქართველი ხალხი, გავისტუმრებთ მათ არჩევნებით და თუ ისინი, 2020 და 2021 წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად ეცდებიან, ან გააყალბებენ ამომრჩევლის ნებას, წავლენ ქართველი ხალხის დიდი, მშვიდობიანი პროტესტის ფონზე!

აქვე, ვეხმაურები გოგაშვილის საკითხს - მასზე, როგორც ერთ პიროვნებაზე, ხორციელდება ორკესტრირებული შეტევა, შინაარსით - რა ცუდია სოსო გოგაშვილი! არავის აინტერესებს, როგორია სოსო გოგაშვილი. საზოგადოებას, ქვეყნის შიგნით და ჩვენს პარტნიორებს, ქვეყნის გარეთ, აინტერესებთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებზე. კეთილი ინებეთ, გამოგორდით და პასუხი გაეცით გოგაშვილის ბრალდებებს, ის თქვენი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო!

არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი?! - მალე პროკურატურასთან რიგში იდგებით ამ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მისაცემად“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო