ტყვიავთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის ტყვიავის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ერთი პირი გარდაცვლილი დახვდა, მეორე კი სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებებით, პოლიტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო