გორის მერია - ქიწნისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება

გორის მერია - ქიწნისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება

ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 322 380 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ერთსართულიან შენობას, სადაც 29 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„პროექტის მიხედვით იცვლება სახურავიც და კომუნიკაციებიც, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ობიექტის ეზოც და ატრაქციონებიც.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოებიო 3 თვეს გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში აღსაზრდელები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობა ექსპლუატაციაში დაახლოებით 3 ათეული წლის წინ შევიდა და მას შემდეგ მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩასტარებია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.