„ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებს ბათუმის მერიის კუთვნილ სცენაზე კონცერტის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ

ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლაშა კილაბერიას განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებს ბათუმის მერიის კუთვნილ სცენაზე კონცერტის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

როგორც ლაშა კილაბერია განმარტავს, უკრაინის მოქალაქეებს, მერიაში განუცხადეს, რომ ნებართვას იმ შემთხვევაში მისცემდნენ, თუ ისინი სცენაზე რუსეთს არ ახსენებდნენ. ლაშა კილაბერიას თქმით, ბათუმის ბულვარში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კონცერტი აუცილებლად გაიმართება.

“სცენაზე ვიდეოების გაშვება იგეგმებოდა, სადაც უკრაინიდან მილოცვები იყო ჩაწერილი, მეომრების, ქართველ ჯარისკაცების და უკრაინელ მებრძოლების და ამაზე მერიამ უარი თქვა. მერიაში თქვეს, რომ მხოლოდ კონცერტს ჩაატარებთ და უკრაინიდან ჩართვები არ გექნებათ. მერიიდან მოთხოვნა იყო რომ ომთან დაკავშირებით აღნიშნულ სცენაზე განცხადებები არ უნდა იყოს. რა უნდა გააკეთონ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინიდან დევნილებმა? მოიტყუეს თითქოს სცენაზე რაღაც დაზიანდა. ახალ სცენას მოქალაქეები საკუთარი ხარჯებით აწყობენ. წერილი ოფიციალურად შეტანილი იყო მერიაში,”- განაცხადა ლაშა კილაბერიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო