რუსულმა ძალებმა პოლტავის ოლქის ქალაქ მირგოროდში ჰაერი-ჰაერი კლასის Х-22 რაკეტებით სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინის ტაქტიკური ავიაციის 831-ე ბრიგადა „ფეისბუქზე” იუწყება.
ბრიგადაში აცხადებენ, რომ ხანძარი გრძელდება და დაზიანებულ ობიექტებზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლუნინმაც გაავრცელა.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"