რუსთავში მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა - დაშავდა 5 ადამიანი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა მშენებელთა და ოდიშარაიას ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.
„მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელსაც გარდაბნის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავდა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
























