გორში შშმ ბავშვებისთვის რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრი ფუნქციონირებს

გორში შშმ ბავშვებისთვის რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრი ფუნქციონირებს

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში" ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი განცხადებით, შეხვედრას გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი სუსანა რაკი ესწრებოდა.

„რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის" ბაზაზე გერმანიის საელჩოს დაფინანსებით გაიხსნა.

პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს.

გარდა პროგრამის პრეზენტაციისა, ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა ორგანიზაციის მუშაობისა და გამოცდილების შესახებ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გორის მერის მოადგილესთან ერთად, შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.