ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის სიახლოვეს გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ გორის მერის მოადგილემ განუცხადა.

ნიკა ღვინიაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს ეკიდა.

,,ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ხმელ ბალახს ეკიდა და დაახლოებით 1000 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული, ტყის საფართან ცეცხლის კერები არ გადასულა. ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განგვიცხადა, აღნიშნულ ლოკაციაზე შემდგომი გავრცელების საფრთხე აღარ არის“, - განაცხადა ნიკა ღვინიაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს