მიხაილო პოდოლიაკი - ლუკაშენკო ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“ - ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები

ლუკაშენკოს ნამდვილად სჯერა, რომ მსოფლიო ვერ ამჩნევს მის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებში და ამიტომ ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“ ჩვენი დაბომბვით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბელარუსის პრეზიდენტის მილოცვას.

„ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები - ბარბაროსული რუსეთის იმპერიის დაცემისთანავე“ ,- წერს პოდოლიაკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მილოცვის ტექსტში, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, გამბედაობა, ძალა და ღირსეული ცხოვრების აღდგენაში წარმატებები უსურვა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში