ლუკაშენკოს ნამდვილად სჯერა, რომ მსოფლიო ვერ ამჩნევს მის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებში და ამიტომ ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“ ჩვენი დაბომბვით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბელარუსის პრეზიდენტის მილოცვას.
„ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები - ბარბაროსული რუსეთის იმპერიის დაცემისთანავე“ ,- წერს პოდოლიაკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მილოცვის ტექსტში, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, გამბედაობა, ძალა და ღირსეული ცხოვრების აღდგენაში წარმატებები უსურვა.