ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს

ბათუმში, ანბანის კოშკთან უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს.

მოედანზე სპეციალური სცენაა დამონტაჟებული და კონცერტი ტარდება.

შეკრებილების თქმით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უკრაინას დღემდე უწევს.

უკრაინის მოქალაქეებს ადგილობრივებიც შეუერთდნენ.

“დამოუკიდებლობა და ერთიანობა ჩვენთვის უმთავრესია. ამ დღეს უკრაინაში განსაკუთრებულად აღვნიშნავდით, თუმცა ამას ვერ წარმოვიდგენდით, რომ დღეს ჩვენს დამოუკიდებლობას ბათუმში აღვნიშნავდით, რადგან ჩვენს ქვეყანაში ომია. ახლაც გვიწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს დღე ისტორიულია და ქართველ მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ. ქართველებს კარგად გესმით, რას ნიშნავს თავისუფლება. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელზეც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ, ეს ერთობა ამ კონცერტზე მოსულ ხალხსაც ეტყობა. დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონცერტს, არაერთი თავისუფლების მოყვარე ადგილობრივი შეუერთდა. დიდება უკრაინას”, - განაცხადეს შეკრებილებმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს