სოფლის მეურნეობის მიმართულებით პირველი პროფესიული საგანმანათლებლო ბანაკი გაიმართა

პირველად საქართველოში, სოფლის მეურნეობის პროფესიებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კახეთის საჯარო პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ში ხუთდღიანი შემეცნებით-გასართობი საზაფხულო ბანაკი გაიმართა.

ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო ბანაკი, სადაც საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტიდან (ქედა, ხულო, ბორჯომი, თეთრიწყარო, ახალქალაქი,ლაგოდეხი და დედოფლისწყარო) სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, პროექტ "სოფლის აღორძინება ახალგაზრდების ჩართულობით" ფარგლებშიც განხორციელდა.

საგანმანათლებლო ბანაკში წარმატებულმა ფერმერებმა სკოლის მოსწავლეებს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიღწევები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, ფერმის მართვისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობები გაუზიარეს.

„აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ფასილიტაციით პროექტი "სოფლის აღორძინება ახალგაზრდების ჩართულობით" განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ წარმატებულ ფერმერებს, მიეღოთ ინფორმაცია მათი საქმიანობისა და დარგში არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. საგანმანათლებლო ბანაკში განხორციელდა ბევრი საინტერესო აქტივობა პერსონალური განვითარების, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის პრინციპების გასაცნობად, მათ შორის გასართობ-შემეცნებითი თამაშები, აგრარული პროფესიების მოსინჯვა და უნარების დემონსტრირების სხვადასხვა აქტივობა. პროექტი განხორციელდა კოლეჯ „აისი-ში“, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა შეძლეს ადგილზე გაცნობოდნენ როგორ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულება, რა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები აქვს კოლეჯს, როგორია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მრავალფეროვნება, პროფესიული პროგრამები და მათი განმასხვავებელი მახასიათებლები“,-აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ მესხიშვილმა.

პროექტის შემაჯამებელ დღეს განხორციელდა ვიზიტი რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში, სადაც სკოლის მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ ვენახის წარმოებას ბიოდინამიური მეთოდით, ღვინის დაყენების თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიას, აგრო-ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის შესაძლებლობებს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

სოფლის მეურნეობის მიმართულებით პირველი პროფესიული საგანმანათლებლო ბანაკი გაიმართა

პირველად საქართველოში, სოფლის მეურნეობის პროფესიებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კახეთის საჯარო პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ში ხუთდღიანი შემეცნებით-გასართობი საზაფხულო ბანაკი გაიმართა.

ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო ბანაკი, სადაც საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტიდან (ქედა, ხულო, ბორჯომი, თეთრიწყარო, ახალქალაქი,ლაგოდეხი და დედოფლისწყარო) სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, პროექტ "სოფლის აღორძინება ახალგაზრდების ჩართულობით" ფარგლებშიც განხორციელდა.

საგანმანათლებლო ბანაკში წარმატებულმა ფერმერებმა სკოლის მოსწავლეებს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიღწევები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, ფერმის მართვისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობები გაუზიარეს.

„აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ფასილიტაციით პროექტი "სოფლის აღორძინება ახალგაზრდების ჩართულობით" განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ წარმატებულ ფერმერებს, მიეღოთ ინფორმაცია მათი საქმიანობისა და დარგში არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. საგანმანათლებლო ბანაკში განხორციელდა ბევრი საინტერესო აქტივობა პერსონალური განვითარების, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის პრინციპების გასაცნობად, მათ შორის გასართობ-შემეცნებითი თამაშები, აგრარული პროფესიების მოსინჯვა და უნარების დემონსტრირების სხვადასხვა აქტივობა. პროექტი განხორციელდა კოლეჯ „აისი-ში“, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა შეძლეს ადგილზე გაცნობოდნენ როგორ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულება, რა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები აქვს კოლეჯს, როგორია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მრავალფეროვნება, პროფესიული პროგრამები და მათი განმასხვავებელი მახასიათებლები“,-აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ მესხიშვილმა.

პროექტის შემაჯამებელ დღეს განხორციელდა ვიზიტი რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში, სადაც სკოლის მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ ვენახის წარმოებას ბიოდინამიური მეთოდით, ღვინის დაყენების თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიას, აგრო-ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის შესაძლებლობებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა