გორის მერია სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით „საქართველოს სამარიტელთა კავშირი“, 20 ბენეფიციარს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

გორის მერიის ცნობით, პროექტის ბენეფიციარები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა მოინახულა.

როგორც მერია განმარტავს, პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინმოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას.

„პროექტი, რომლიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და გადადგილებაშეზღუდული მოქალქეებისთვის ცხელი სადილის მიწოდებას, მცირე სამედიცინო მანიპულაციებსა და მათთვის საჭირო კონსულტაციებს ითალისწინებს, მერია „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს“,- აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში“ კიდევ 13 პროექტს აფინანსებს.

პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს