ბათუმში, ევროპის მოედანზე, „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

შეკრებილებმა ბანერი გამოფინეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმე ბიზნესმენი იყო გამოსახული.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ბანერზე გამოსახული პირები, ოკუპანტი რუსეთის ღია მხარდამჭერები არიან.

შეკრებილები, აღნიშნული პირების მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

მათივე თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, ღონისძიების ხელშეშლას ბათუმის მერია ცდილობდა, თუმცა ღონისძიება მაინც ჩატარდა.

„ალტ-ინფოს“ და „ქართულ ოცნებას” სურდა, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარებულიყო, თუმცა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობით ღონისძიება შედგა.

რაც არ უნდა ნაგვის ურნებს გააკრან ზელენსკის პლაკატები და პუტინი მწვერვალზე აიყვანონ, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ „ქართულ ოცნებას” და „ალტ-ინფოს“ ვპირდებით, რომ ომს ზელენსკი და უკრაინა მოიგებს, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ საქართველოში რუსული მმართველობა დასრულდება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან გორგილაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო