ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფში ფაქტობრივად ყველა განსახილველ საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია

საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ფაქტობრივად ყველა განსახილველ საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია.

როგორც ქადაგიშვილმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილი ცვლილებებით გაიზრდება მთავრობის პარლამენტში მისვლის სიხშირე, რაც ძირითადად ინტერპელაციის რაოდენობის ზრდით მოხდება. მისივე თქმით, ასევე, დაიხვეწება რეგულაციები თემატური მოკვლევის და ნორმატიული აქტების შესწავლის საკითხთან დაკავშირებით.

“წინა შეხვედრებზე ფაქტობრივად ყველა ის საკითხი, რომელიც საპარლამენტო კონტროლს უკავშირდება, განვიხილეთ. კონსენსუსი მიღწეულია ფაქტობრივად ყველა საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, დღეს უკვე მიღწეული კონსენსუსის შეჯამება მოხდება და მზად ვიქნებით, საკომიტეტო მოსმენაზე გადავიტანოთ ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაო.

მონახაზი არის ასეთი - იზრდება მთავრობის პარლამენტში მოსვლის სიხშირე, ანგარიშვალდებულება, რაც ძირითადად ინტერპელაციის რაოდენობის გაზრდით შეიძლება გამოიხატოს. ამასთან იზრდება პასუხისმგებლობა მთავრობის მხრიდან დეპუტატის შეკითხვაზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით, ჩვენი კომიტეტი სპეციალურ, დამატებით პროცედურებს შემოიღებს, რათა ეს საკითხი - დეპუტატის კითხვაზე პასუხის დროული გაცემა მაქსიმალურად მოწესრიგდეს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის, რომ იქნება მონიტორინგი ყველა იმ მიმართულებით, რაც საპარლამენტო კონტროლის საკითხებს ექვემდებარება. მოხდება რეგულაციების უფრო დახვეწა, რომელიც თემატური მოკვლევის და ნორმატიული აქტების შესწავლის საკითხს ეხება. ასევე, არის წინადადება, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოსვლას პარლამენტში - რეკომენდაციაა, რომ მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე.

დაახლოებით 27 გარე ანგარიში აქვს ჩასაბარებელი პარლამენტს და დაახლოებით 30 შიდასაპარლამენტო მოხსენება აქვს მოსასმენი”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მეოთხე შეხვედრა უნდა გაიმართოს.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი