ლენტეხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2022-2023 წლებში 20 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით (ნაპირსამაგრები, გზის დამცავი საყრდენი კედლები), საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2022-2023 წლებში 20 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილის 97კმ+900 ზე ჩაწყვეტილი, მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 4,288,866 ლარი. სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს. ,,ონიქს როუდი’’. პროექტის დასრულება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ქუთაისი-ლენტეხის-ლასდილის (შ-15) საავტომობილო გზის 113კმ-125კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 4, 397,950 ლარი. შემსრულებელი- შ.პ.ს ,,ცეკური’’. სამუშაოები დასრულდება ოქტომბრის ბოლოს.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ლენტეხი-ლასდილის 107 კმ+200მეტრის სიგრძის გზის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც „ნიუ როად“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 5, 100,000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2023 წელს იგეგმება.

მიმდინარე სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა მოინახულეს.

„საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია”, - განაცხადა გია ონიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო