ნანა გაბელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ მოზარდებს ახალგაზრდული პროგრამები გააცნო

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, პირველ მოადგილე გიორგი გაბედავასთან ერთად, ზუგდიდში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრა და მოზარდებს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ პროექტებზე ესაუბრა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ნანა გაბელიას განცხადებით, დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე მინისტრის აპარატის ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდული პროექტია, რომლის ფარგლებში მოზარდები იღებენ ცოდნას და გამოცდილებას ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, გამოიმუშავებენ საჭირო და აუცილებელ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა მიმართულებით.

„ამ ეტაპზე, ვგეგმავთ დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მოწყობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სწორედ ამიტომ შევხვდით კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს და დავაიდენტიფიცირებთ მათ საჭიროებებს შემდგომი ხელშეწყობის მიზნით”, - განაცხადა გაბელიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა სოფელ ფოცხოეწერში, ქალაქ ფოთსა და რუსთავში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო