დმანისში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი აშენდება

დმანისში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი აცხადებს, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

„რაც მთავარია, გაზრდის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას“, - აცხადებს დოხტურიშვილი.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ახა გრინსი - „მწვანე სასტუმრო დედამიწაზე“ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაში აშენდება.

პროექტის ფარგლებში, სასტუმრო კომპლექსამდე გაზსადენს გაიყვანენ, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის გაზიფიცირებას. გარდა ამისა, მოცემულ ტერიტორიაზე ჩატარდება საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაგეგმილია ფერმის, ხეხილის ბაღის და საკალმახე მეურნეობის მოწყობა-განვითარება.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს