ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ბინიდან გავრცელდა.

ჩოხატაურის მერის დავით შარაშიძის თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია.

„ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. ადამიანები გამოყვანილი არიან ბინებიდან. საბედნიეროდ, მსხვერპლი არაა. არც სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა ვინმეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე იმყოფება ოთხი სახანძრო მანქანა", - განაცხადა დავით შარაშიძემ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით დაუდგენელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს