ბესიკ თამლიანი - გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც „მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი

გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც „მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი გამოსვლას , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა მატროსოვის დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობის დასრულებამდე 3 დღე იყო დარჩენილი, რის შემდეგაც საპატიმრო დაწესებულებიდან გირაოს გარეშე გავიდოდა, თუმცა „ფულადი გადასახადი თაღლითურად დაუნიშნეს, რაც არაადამიანობაა“.

„მეორეჯერ გამოვდივარ გირაოთი ციხიდან, თუმცა მეორედ არ მახატია სახეზე სიხარული, ან განცდა რომ კმაყოფილი ვარ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იწერს ხელისუფლება დადებით სტატისტიკას, რომ ხალხს გირაოთი აკმაყოფილებენ. ისედაც 2 დღე იყო დარჩენილი და გირაოს გარეშე გავდიოდი თავისუფლებაზე, როდესაც ხალხს 2 დღე რჩება ამ დროს თაღლითურად გირაოს უწესებენ, ეს არის არაადამიანობა. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც „მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი გამოსვლას. გირაოს გადავიხდი თუ არა, პროცესებზე დასწრებას ვაპირებ, ჩემი პრინციპული მიზანია, ვამხილო ის პოლიციელები და სისტემა, რომლებმაც კანონი არ იციან“, - აღნიშნა ბესიკ თამლიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების: ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევისა და სტეფანე გიქოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გადაისინჯა, სამივე მათგანი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თამლიანს, ემზარ სიუკაევსა და სტეფანე გიქოშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ, შესაბამისად, მოსამართლემ მათთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა.

2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 5 პირი - ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, ლაშა სამხარაძე, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი დააკავეს. ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევს და ლაშა სამხარაძეს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, კახაბერ ქეშიკაშვილსა და სტეფანე გიქოშვილს კი, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

ამასთან, ბესიკ თამლიანი 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული და მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება. თამლიანს აღნიშნულ საქმეზე 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო