რუსეთმა გაერო-ს ბირთვულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შეთანხმება დაბლოკა

რუსეთმა გაერო-ში ერთობლივი დეკლარაციის მიღება დაბლოკა, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) გამყარებას.

მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა გააპროტესტა შეთანხმების პუნქტი უკრაინაში ზაპორიჟიეს ელექტროსადგურზე კონტროლის შესახებ. კერძოდ, საბოლოო ტექსტის პროექტის აბზაცში საუბარია „უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ ისეთი ბირთვული ობიექტების კონტროლის უზრუნველყოფის უდიდეს მნიშვნელობაზე, როგორიცაა ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური“.

რუსეთის დელეგაცია ერთადერთი იყო, ვინც შეთანხმებული ტექსტის წინააღმდეგ ისაუბრა. ერთობლივი განცხადების მიღების მიზნით ნიუ-იორკში გაეროში 151 ქვეყანას შორის ოთხკვირიანი დებატები და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება 1968 წელს გააფორმეს და 1970 წელს შევიდა ძალაში.

მასში ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები განიარაღების პირობას დებენ, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული იარაღი არ აქვთ, პირობას დებენ, რომ არ შეიძენენ მათ. ბირთვული რისკების შემცირების და მთელ მსოფლიოში ბირთვული არსენალის გაფართოების შეჩერების მიზნით, ხელშეკრულებას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში