სოფელ აღაიანთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

სოფელ აღაიანთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. თვითმხილველთა ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
























