რაჭაში, ავარიას ანსამბლ „ძირიანის“ წევრი ნიკა გაგნიძე და მისი ძმა ემსხვერპლა

რაჭაში, ავარიას ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ესხვერპლნენ.

ambebi.ge -სთან გარდაცვლილი ძმების ახლობელი აცხადებს, რომ ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მათი ბიძაშვილი გადარჩა, თუმცა მძიმედ არის დაშავებული.

გარდაცვლილი ნიკა გაგნიძე მომღერალი იყო. ტრაგედიას ანსამბლი "დიდგორი“ გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

"დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ "ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს“,- წერია სამძიმრის წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს