ბაჩო დოლიძე - დღე არ გავა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკული მოსაზრება არ გამოთქვას იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში ხორციელდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ აღარ დარჩა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ აკრიტიკებდეს „ქართულ ოცნებას“ იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც ყოველდღიურად იღებს მმართველი პარტია. ასე ეხმაურბა ბაჩო დოლიძე ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, „გადაუდებელი მოსაზრების" გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

„რაც შეეხება ე.წ.მოსმენების კანონს, გარშემო ყველას შეუძლიათ უსმინონ იმდენ ხანს, რამდენი ხანიც უნდათ, ვადებიც გაგრძელებულია და ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვეულებრივი დიქტატორული რეჟიმია, რომელიც მისწრაფვის იმისკენ, რომ იყოს ოლიგარქიული დიქტატურა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ახალი ტერმინი შემოვიდა. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანა მიისწრაფის ევროპისკენ, მსგავსი ტიპის რეჟიმები უბრალოდ ვერ იარსებებენ, შესაბამისად, დღე არ გავა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკული მოსაზრება არ გამოთქვას იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში ხორციელდება. დგანან ახლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და სამართლებრივ შეფასებებს ეძებენ“, -განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ გუშინ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

ინფორმაციისთვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს