ტყიბულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ტყიბულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან ტყიბულის მცხოვრებლებს შეეძლებათ ადგილზე მიიღონ უფასო სამართლებრივი კონსულტაცია კვალიფიციური იურისტისაგან - მარიამ ოყრეშიძისაგან, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი, გელა სიორდია.

„ოფისის გახსნის შემდეგ, ტყიბულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, სამსახურის ფუნქციების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული საკითხების შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა