ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მინდორში გაჩნდა და რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.