28 აგვისტოს, ტყიბულში მეშახტის დღე გრანდიოზულად აღინიშნა

„საქნახშირის“ ორგანიზებით, ტყიბულში მეშახტეების პროფესიული დღე აღინიშნა. დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრში კოსტიუმირებული წარმოდგენები და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

საღამო „ქართული ხმებისა“ და „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით გაგრძელდა. კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებაზე, კომპანიის ხელმძღვანელებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცეს. "საქნახშირმა" წლის საუკეთესო თანამშრომლებს ფულადი პრიზები და მადლობის სიგელები.

ღონისძიებაზე ასევე მოხდა კომპანიის სამი წლის ანგარიშის წარდგენა. გარდა ამისა, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ ახალი შახტისა და თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ისაუბრა. ახალი შახტის პროექტზე მუშაობა და პარალელურად, მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 1 სექტემბრიდან იწყება. უშუალოდ შახტის მშენებლობა 8 თვეში დაიწყება და 3 წელს გასტანს. მიხაილ სოცკის ინფორმაციით, სამუშაოებზე 450-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული. ახალი შახტა კი, ექსპლუატაციაში შესვლისთანავე 2300 სამუშაო ადგილს შექმნის და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვანახშირის მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ „საქნახშირის“ მართვა ახალმა მენეჯმენტმა 3 წლის წინ ჩაიბარა. მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს შახტების რეაბილიტაცია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შრომის უსაფრთხოებას. ტექნიკურ უნივერსიტეეტთან ერთად, მიმდინარეობს კადრების გადამზადება. დაიხვეწა სახელფასო სისტემა და საგრძნობლად გაიზარდა დასაქმებულების ანაზღაურება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო